,,რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, რისი გაკეთებაც სცადეს, ვერ მოახერხეს”- მარკ მილი

,,რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად..რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს,”- ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელების მიზანი, ფიზიკურად გააძევონ რუსეთი უკრაინიდან სამხედრო გზით, ძალიან რთული ამოცანაა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ მოხდება.

„რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად და ვიმეორებ, ტაქტიკურადაც წააგეს. რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს. მათი მიზნების სტრატეგიული გადახედვა, მათი უკანონო შემოჭრა, ყველაფერმა წარუმატებლობა განიცადა. თითოეულმა მათგანმა. დაახლოებით 900-მდე კილომეტრის ფრონტის გასწვრივ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ერთმანეთის მიყოლებით, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან“,- განაცხადა გენერალმა.

მისივე განცხადებით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ხერსონი და ხარკოვი, რომელიც ახლახანს გაათავისუფლა, ოკუპირებული ტერიტორიების მთლიან ფართობთან შედარებით, საკმაოდ მცირეა.

„რუსი სამხედროები ნამდვილად ცუდად არიან. მოლაპარაკების წარმოება კი გინდა იმ დროს, როცა შენ ძლიერი ხარ, მოწინააღმდეგე კი სუსტი. და შესაძლებელია, იყოს პოლიტიკური გამოსავალი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა მილიმ.

მსგავსი თემები