„ვისურვებდი, აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან“ – მეუფე იაკობი პატიმრობაში მყოფ დეკანოზზე

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას ეჭვი რომ შეპარვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხში, დაეხმარებოდა,  არავის დააჩაგვრინებდა და მისი თავისუფლებისთვის იბრძოლებდა. აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყუვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„რაც წავიკითხე, იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. ამიტომ, ვერ დაგეხმარებით. სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე, რომ ეჭვი შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. უსამართლოთ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა.

 

მსგავსი თემები