,,სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, სტრასბურგის გადაწყვეტილების ფონზე, მსჯავრდების საკითხი განახლდეს”- ადვოკატი

,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამი ნაწილიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა,”– ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.

ადვოკატის თმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს უფლება, გადაწყვეტილების მიუხედავად, უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული, ერთი, მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას უკავშირდებოდა, მეორე, საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში და მესამე, უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სხვა ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მას აქვს შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისათვის, რომ უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის „სასამართლო არ ამბობს დამნაშავე ვინმე არის თუ არ არის, ეს არის პროცედურა რამდენად იყო დაცული.”

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

მსგავსი თემები