“იგეგმება რამდენიმე კლინიკის დემობილიზაცია, ბრიგადების გაორმაგება და მასიური ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს დაფიქსირებული ინფიცირების მომატებული მაჩვენებელი, პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას, ბრიგადების გაორმაგებასა და მასიური ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურებას გეგმავს. 

“ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციაზე ფიქრობს. დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტია ვაქცინაციისთვის მზადება. ქვეყანაში ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მასიური ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ.

დღეს მობილიზებულია 284 ბრიგადა, ერთი ბრიგადის შესაძლებლობა გახლავთ დღეში 60 აცრის ჩატარება, რაც ჯამურად საკმაოდ დიდ რაოდენობას ქმნის. 17 000 რაოდენობა არის დღიური შესაძლებლობა და გარდა ამისა, ბრიგადების რაოდენობის თითქმის გაორმაგება იგეგმება. ასევე იგეგმება, მასიური ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურებაც,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები