ბოდბელი მიტროპოლიტის შეფასებით, ციხეში პოლიტიკოსი იჯდება თუ სასულიერო პირი, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი მდგომარეობით ადამიანი დაინტერესდეს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ნება რომ იყოს ციხიდან ყველას გამოუშვებდა.
„ის მიკვირს, მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, – განაცხადა მეუფე ნიკა გვარამიასა და დეკანოზ მამალაძის პატიმრობაზე საუბრისას.