,,ვფიქრობ, ზურაბიშვილი მინიმალურ პატივისცემას მაინც გამოხატავს ინსტიტუტის მიმართ და გამოირიცხება შეწყალება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტი სამი სიტყვით მოიხსენიებდა. კობახიძის თქმით, თუ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი  შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის, რომ ის არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„ბუნებრივია, აქაც ვერ ჩავერევი. შესაბამის ინსტანციებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ. გაგახსენებთ, ნიკა გვარამია რა სიტყვებით მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს, მან სამი სიტყვა გამოიყენა. გაგახსენებთ პირველს, ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გავიხსენებ. ამის შემდეგ როცა ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს უნდა დავუშვათ. მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება გამოხატული პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, გამოირიცხება შეწყალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები