,,თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები”- მდინარაძე გვარამიას შეწყალებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების გამო, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს აბულინგებენ, რათა სალომე ზურაბიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება ”თავმოყვარეობის ამბავია”.

„ასე აბულინგებენ პატარა ბავშვებს და ესეც ძალიან ცუდია. ზოგადად, არ მომწონს, როცა ბავშვს ეუბნებიან, აბა, ამას იზამ? – შენ ამას არ იზამ და ა.შ. ვაშაძის გამოთქმაც ასეთია – „ოლიგარქიული რეჟიმის ჭანჭიკი და ნაწილი არ შეიწყალებსო“ – ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. მოლოდინი კი არის ის, რომ პრეზიდენტმა თქვას – მე არ ვარ ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი და შეიწყალებს. ბულინგი ზოგადად ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი პრიმიტიული ბულინგი დამბულინგებელზე და მის მცდელობებზე მეტყველებს.

რაც შეეხება ამ „ქეისს“, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმხელა სპეკულაციაა, ვერ წარმოიდგენთ. ათიათასების და ათასების გამო ადამიანები ციხეში სხედან. აქ ისეთი აზრიც ჩნდება, გიგი უგულავა 48 მილიონისთვის გარეთ არისო, კი, პრეზიდენტმა აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ახლა აბულინგებენ, რომ ისევ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს თავმოყვარეობის ამბავი სადაც არის იმ საკითხზე. მე ვერ გაგცემთ პასუხს პრეზიდენტის ნაცვლად. ეს მისი უფლებამოსილებაა. თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და პრეზიდენტისთვის ნაკადრები, მაგრამ შეიწყალებს თუ არა, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები