,,რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის შექმნას”- ნიკა მელია

,,რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზის შექმნას,” – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.

მისი თქმით, დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჩიხში უნდა შეიყვანოს და სახელმწიფო ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს.

„ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას პატივს ვცემ, ისე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებას, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქართული ოპოზიციის რეალობის, რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზის შექმნას და ასეთ შემთხვევაში, მე ეჭვი არ მეპარება ყველა ანთებული, გულახდილი ოპოზიციონერი იქ საკუთარ თავს ვერ იპოვის და ხალხთან ერთად იქნება, ანუ დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ჩიხში უნდა შეიყვანოს ხელისუფლება და სახელმწიფო ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს,“ – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები