ირანი ემზადება რუსეთისთვის დამატებითი იარაღის, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების გასაგზავნად – ”სიენენი”

,,სიენენის” ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს. უცნობია ზუსტი დრო, როდის ჩავა იარაღი რუსეთში.

გამოცემის ცნობით,  ირანმა რუსეთს უკვე გაუგზავნა დაახლოებით 450 დრონი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა.

მათივე ინფორმაციით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას.

 

მსგავსი თემები