,,კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება”- იაგო ხვიჩია

,,კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან.

„ნაცმოძრაობის“ შიდაანატომიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ სხვადასხვა სახის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირებაა. მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ნალაპარაკებს თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით რა დონის რეპუტაცია აქვს.

ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ფიქრი ეზარებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასევე შეთანხმება და საუბარი ეზარებათ, უნდათ ფონს ლანძღვით გავიდნენ, რაც ყოველთვის არ მუშაობს. ახლა ყველაფერმა თავი ამოწურა, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. სამწუხაროდ, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები