,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს”- პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომზე

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ – უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ – ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები