,,დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისგან”- გოგაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილს,  4 საათიანი გამოკითხვა აფგან მუხთარლის საქმეზე დასრულდა.

გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაასახელა ის პირები, რომლებიც მუხთარლის საქმეში მონაწილეობდნენ. ადვოკატის თქმით, დასახელებულთა სიაში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილიც არიან.

,,მან დაასახელა მანამდე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული ფიგურანტები. ჩვენებაში იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ვახტანგ გომელაურიც. ასევე დასახელებულია კუპრაშვილი, ერთ-ერთი ფიგურანტი, შემსრულებელი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა აღნიშნული დავალება.  მან განაცხადა, რომ გაიცა კონკრეტული დავალებები იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლისა, სადაც სავარაუდოდ თავისუფლება  აღკვეთილი აფგან მუხთარლი გადაადგილდებოდა. მან იცის, რომ ეს დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისგან,” – აღნიშნა გოგაშვილის ადვოკატმა.

მსგავსი თემები