,,ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო”- ხოშტარია გვარამიას პროცესიდან გააძევეს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან, მოსამართლეთა კოლეგიამ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გააძევა.  ელენე ხოშტარიამ პროკურორს ამ სიტყვებით მიმართა: „ნამდვილი ხარ? ერთი წამი ხელს მოგკიდებ”, რაზეც მოსამართლემ ხოშტარიას სიტყვიერი შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, საბოლოო, მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

,,დღეს ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა.  ხოდა,  ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს.  მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0 ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი”- წერს ელენე ხოშტარია.

მსგავსი თემები