„თუ გინდათ ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა „გაატაროთ“, ასე არ გამოვა“ – იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი გუნდი ანტიამერიკულ პროპაგანდას უნდა გაემიჯნოს. როგორც ხვიჩია ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თემის „გატარება“ არ გამოვა.

„ელჩის განცხადებაში ახალი არაფერი იყო. ყველანი ვგრძნობდით იმას, რაც მან თქვა. კერძოდ, იმას, რომ “ქართული ოცნება” და ეს „ოთხეული“ განუყოფელი ხალხია. შესაბამისად, ამ ფინტის შესრულება დამაჯერებელი არავისთვის იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკვეთრი გამიჯვნა ანტიამერიკული პროპაგანდისგან. თუ თქვენ გინდათ ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა „გაატაროთ“, ასე არ გამოვა – ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები-ო, ეს თქვა ელჩმა, როგორც მე გავიგე,”- განაცხადა ხვიჩიამ მედიასთან.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონიდან მიიღო  კითხვები „ოთხეული“ მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული სიცრუის გამეორებას. როგორც დეგნანი აღნიშნავს, ვაშინგტონში  დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება მათ მთავრობა.

მსგავსი თემები