,,მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება”- ერდოღანი

,,მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა დრო და ენერგია მშვიდობაზე უნდა დახარჯოს და არა პროვოკაციებზე.

,,მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი დახმარება. სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს და სანამ გვიან არ არის, უნდა გადაუხვიოს ამ მცდარი გზიდან. ჩვენი წინადადებაა, რომ სომხეთმა დრო და ენერგია დახარჯოს მშვიდობაზე და არა პროვოკაციებზე”, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები