უკრაინა ამერიკისგან 675 მილიონიან სამხედრო დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებით 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. ინფორმაციას  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი  ლოიდ ოსტინი ადასტურებს.

დახმარებაში შედის 105-მილიმეტრიან ჰაუბიცები, საარტილერიო ჭურვები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღი და სხვა ის დახმარება, რაც უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

აშშ უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

მსგავსი თემები