,,ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ დაადასტურა ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა.

ბეჟაშვილის თქმით, , აშშ-ის ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა. რეალურად, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი და როგორც ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ვითომ ამ ქიმერას წარმატებით ამარცხებენ. ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები