,,როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება”- ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძე სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვება.

,,ღმერთო ჩემო.  ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო, მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ საქართველო, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები