,,კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ,  გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დავით ბაქრაძის დანიშვნაზე ხელმოწერას გამოეხმაურა.  კობახიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

,,კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნაში და გათავისუფლებაში და რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ძალიან კარგია.

რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს,  იმიტომ, რომ მოსარჩელე არის მთავრობა. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა – (mcm.ge)

მსგავსი თემები