,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის”- ემანუელ მაკრონი

„ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“,– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

მსგავსი თემები