საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას მხარს არ უჭერენ

საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას მხარს არ უჭერენ. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ, საფრანგეთის და გერმანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ დოკუმენტში წერია.

„ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსი ეროვნების ხალხთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს განიხილავენ, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

მსგავსი თემები