ტაძრებში მარიამობის საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობის დღესასწაულს  აღნიშნავს. ქვეყანაშ მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება საქართველოს პატრიარქი, რომელიც  საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

“მედიაცენტრი მთავარი” გილოცავთ  მარიმობის დღესასწაულს.

მსგავსი თემები