“დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები” – 42 ქვეყანა რუსეთს მიმართავს

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, გაიყვანოს  ძალები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან.

განცხადების მიხედვით,  რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს.

„რუსი სამხედროების და შეიარაღების განთავსება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების პრევენციის იგნორირებას, რომელთა პატივისცემის ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ აიღო… მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში.“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება შემუშავებული და ხელმოწერილია: ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მიერ.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, ის რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება“ – უკრაინული მხარე

 

მსგავსი თემები