17 წლის შვილმა და მისმა მეგობარმა ახალგაზრდა დედა მოკლეს

საკუთარ სახლში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის შვილი და მისი მეგობარი დააკავეს, მათ 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს  დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი
განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი
მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“ – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები