„არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია“ – თალაკვაძე არახამიას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინის რადას წარმომადგენელს გზავნილი გაუგზავნა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, მისი განცხადებები არამეგობრულია და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებს.

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, მთელი ამ თვეების განმავლობაში თავს ვიკავებთ, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც რეალურად იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები. როცა უკრაინაში ომია, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს და მინდა მას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია“ – აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ არახამიამ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოზე საუბრობს.

„როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა“ – არახამია საქართველოს მთავრობას

მსგავსი თემები