“პრეზიდენტმა არამარტო მკვლელები, სხვებიც შეიწყალა” – თეა წულუკიანი

“გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდე ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალებულთა სიაში, არამარტო მკვლელობაში მსჯავრდებულები, არამედ ქურდობის და ყაჩაღობის მუხლით გასამართლებულებიც არიან.  

„შეწყალების სიაში არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელია, როგორც საზოგადოებამ იცის, არამედი არიან 260-ე მუხლით, ნარკოდანაშაულის, ქურდობის, ყაჩაღობის მუხლებით მსჯავრდებულები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები