ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ჯარებს უგზავნის

რუსეთის ფედერაციის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ, ჩრდილოეთ კორეაც ერთვება. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთს ფიზიკური ძალით დაეხმაროს.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს 100 000 ჯარისკაცს სთავაზობს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს.

„100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის, ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- აცხადებს რუსეთის  თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროჩენკო.

 

მსგავსი თემები