დაჭრილი ექიმის მდგომარეობა სტაბილურია

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა აჟამად სტაბილურია. როგორც ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა მედიასთან განაცხადა, პაციენტი გონზე მოვიდა და კონტაქტურია.

„მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდო, პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. პაციენტი კონტაქტურია“, – აღნიშნა ექიმმა მედიასთან.

გიორგი გალდავა მისივე თანამშრომელმა, 80 წლის ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია.

კლინიკის ხელმძღვანელის დაჭრისთვის 80 წლის ექიმი დააკავეს

მსგავსი თემები