,,ურთიერთდაპირისპირება იმ სიბრტყეში გადავიტანეთ, რა სიბრტყეშიც საქართველოს ხელს უშლის, მიაღწიოს წარმატებას”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის  ვიცე სპიკერის ლევან იოსელიანის განცადებით, ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„ყველას კარგად გვესმის, რომ არც ჩვენ, არც უკრაინა და არც მოლდოვა შეიძლება სხვა განსხვავებულ შემთხვევაში იმ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ომის პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს, ორ ნაწილად გაყოს სამყარო, ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა თავისი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღის წესრიგის მონაწილე ვიყოთ და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველომ უნდა მიიღოს ეს შესაძლებლობა. ქართველებმა ამ შემთხვევაშიც თავი გამოვიჩინეთ და ჩვენი ურთიერთდაპირისპირება იმ სიბრტყეში გადავიტანეთ, რა სიბრტყეშიც საქართველოს ხელს უშლის, მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო არენაზე.

ამის მაგალითია ის, რომ შიდაპარტიული დღის წესრიგი გახდა ბრიუსელში განცხადებების გაკეთებების ნაწილიც და ეს ყველაფერი ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. ამიტომ დღეს, ყველას პასუხისმგებლობა მართებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა შესაძლებლობასთან, რომ ევროკავშირს მიუახლოვდეს, ამიტომ ამას სჭირდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, მმართველი გუნდის მხრიდან. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დღეებში, ამის საპირისპირო ნაბიჯები დავინახე”,- აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები