ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის ტაფით სცემა

ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს რუსეთის მხარდაჭერისთვის ტაფით სცემა,  გონების დაკარგვის შემდეგ კი, თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა.

ქალმა  Z და V სიმბოლოების  წაშლის მიზნით ქმრის ავტომობილს ბენზინი გადაასხა.

უკრაინული მედიის ცნობით, გონზე მოსვლის შემდეგ, კაცმა პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ის ცოლის მიმართ “ზომების მიღებას” ითხოვდა და აცხადებდა, რომ ქალი მათ შვილს “ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა”.

 

მსგავსი თემები