მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების გამო სახელმწიფოს უზარმაზარი სანქციები ეკისრება – თამარ ლალიაშვილი

უზენაესი სასამართლოდან გათავისუფლებული მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ, ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის მიზანი ის იყო, რომ მოლაშვილის, გირგვლიანის თუ სხვა გახმაურებულ საქმეებზე მას უკანონო გადაწყვეტილებები გამოეტანა.

მისვე შეფასებით, მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგია ის უზარმაზარი სანქციები, რომლებიც ჯერ კიდევ ეკისრება სახელმწიფოს.

“ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ავტორი არის ლევან მურუსიძე რომლის უკანონო გადაწყვეტილებების გამო, სახელმწიფო თითქმის ყოველწიურად 10 და 100 ათასობით ლარით ჯარიმდება”, – აცხადებს თამარ ლალიაშვილი.  

მისივე თქმით, მას უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 4 წლიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი, როცა 2004 წელს, უკანონოდ გაათავისუფლეს და მის გათავისუფლებას ხელი ლევან მურუსიძემ მოაწერა.

“პარლამენტის წინაშე ვიყავი წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, მაგრამ ჩემს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. ჩემის აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი. ჩვენ, ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ ის ვითარება, რომ მოსამართლეების დიდი ნაწილი მჯიღს იცემდნენ და ამბობდა, რომ მურუსიძე არის გარანტი და არა კანონი, რომ მათ თანამდებობიდან არავინ გაათავისუფლებს. როდესაც მოსამართლეებისგან ასეთ განცხადებებს ვისმენთ, სასამართლოს დამოუკიდებლობის რა განცდა და გარანტიები უნდა გქონდეს? განსაკუთრებული მოლოდინები, არც ამ სასამართლოს მიმართ მაქვს. ქვეყანაში ჯერ კიდევ 2006 წელი დგას”, – განაცხადა თამარ ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. 
  
მისივე თქმით, არ შეიძლება სასამართლოს, ასე მოეპყრან ხელისუფლებები. 

მსგავსი თემები