ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა საკუთარ გამონათქვამს ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგა

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა, ყოფილმა ძალოვანმა ჯუმბერ იზორიამ ქალაქის ცენტრში ძეგლი დადგა. ძეგლი კი საკუთარ გამონათქვამებს დაუდგა, რომელსაც, როგორც თავად თვლის, ბრძნული გამონათქვამია. ძეგლის მთავარი მოტივატორი „კოჩანა“ ანუ „კაცობაა“. მის გამონათქვამს კი ავტორის ინიციალებიც მიყვება.

ჯუმბერ იზორია დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს წევრია. მანამდე კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა, იყო  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი; ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი;  საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

როგორც იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ირგებს რიგითი ჩინოვნიკი საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებზე ქალაქს. იურისტების შეფასებით, მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს, რადგან, ჩხოროწყუ არ არის ერთი კაცის საკუთრება და ძეგლების დადგმა ასე არ ხდება.

მსგავსი თემები