ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ორმა ჯგუფმა იჩხუბა და ყველაფერი დალეწა (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, შემზარავია. რესტორანში ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. იყო ხელჩართული დაპირისპირება. რესტორანში ყველაფერი დალეწეს. კადრებში ჩანს, რომ  ჩხუბში ჩართულები, ერთ-ერთი მოჩხუბრის რესტორნიდან გადაგდებასაც ცდილობდნენ. ჩხუბი რესტორნის ბოლო სართულზე მოხდა, რომელიც გამჭვირვალე შუშებით იყო შემინული და გამვლელები ყველაფერს ხედავდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი რესტორანში მუსიკის ჩართვა გახდა. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები