,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ისეთი ტერორისტული საფრთხე, როგორც რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის, ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

ზელენსკი დაუყონებლივ ითხოვს რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ისეთი ტერორისტული საფრთხე, როგორც რუსეთი. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურად გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ფრთოსანი რაკეტებით და რეაქტიული არტილერიით. ჩვენს ქალაქ ვინიცაში მხოლოდ ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი. სამი ათ წლამდე ბავშვი. და ეს, სამწუხაროდ, არ არის საბოლოო რიცხვი. მიმდინარეობს ანალიზი. განუსაზღვრელი ვადით დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია. ჰოსპიტალიზებულებს შორის მძიმედ დაშავებულები არიან… რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის, ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ. ამის შემდეგ არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალი რაც შეიძლება მალე საჭიროა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები