,,სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგია. მინისტრის განმარტებით, სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში, რუსეთს დასავლური ქვეყნების შანტაჟი უფრო გაუმარტივდება.

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება. ეს იქნება მოწვევა ყველასთვის, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას, რადგან რუსეთმა დაარევია საერთაშორისო სამართალი ყველაზე სასტიკი გზით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს,”- განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მსგავსი თემები