,,კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის”- რუსეთის ელჩი

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი აცხადებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ეს ომის ხანგრძლივობაზეც აისახება.

მისი თქმით, კონფლიქტი მალე დასრულდება, თუ დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს.

,,კონფლიქტი შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა დონბასსა და სხვა რაიონებში, ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის გამოიყენება”,- განაცხადა ანდრეი კელინმა.

მსგავსი თემები