,,ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ,  ბაჩო ახალაიას საჩივრების დაუშვებლად გამოცხადებას ეხმიანება. წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია.

„ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. რასაკვირველია, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ევროპული სასამართლო სტრასბურგში გახლავთ საერთაშორისო ტრიბუნალებსა და სასამართლოებს შორის თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანო და მისი ვერდიქტი არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები