,,სააკაშვილის სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის”- მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე  სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი ნიკა გვარამიას წერილს უგზავნის, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს.

კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან  ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

,,რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს წერილში, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ მისი, როგორც პატიმრის ძირითადი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები (უპირველეს ყოვლისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტი და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაცია) ძალიან ყურადღებით აკვირდებიან თქვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას,”- ნათქვამია  წერილში.

მსგავსი თემები