ლევან დავითაშვილი ადასტურებს, ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილი  ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შემოსვლას ადასტურებს. მისი თქმით, საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება, ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოში, არც ერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის, არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია შეგიძლიათ თავად გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.

დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, იცით, რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიადვიც და ტვირთმფლობელიც კერძო სუბიექტები არიან. ამიტომ, კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”,- განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები