,,ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა”- მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა.

„ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა. ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ.

ჯოანას თქმით, პარტნიორები უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ მსჯელობენ. მისი განმარტებით, განიხილება სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ევროკავშირის ქვეყნების პორტებამდე უკრაინული მარცვლეულის მიტანა.

„მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

~

მსგავსი თემები