„დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი“, – ენტონი ბლინკენი

„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარს  დაბალი საბრძოლო სულისკვეთება აქვს.  სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. პრობლემებია ტექნიკასა და ხელმძღვანელობაში, რომელიც უარს ამბობს ბრძოლის ველზე რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე“, – აცხადებს მერიკის  სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენის შეფასებით, აშშ-ი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ სასიკეთო შედეგი არ დადგება.

„უკრაინელები მებრძოლები წარმოუდგენელი სიმამაცით იცავენ თავს.  რუსეთმა უკვე წააგო. პუტინის მიზანია უკრაინის განადგურება, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსი, თუმცა, ეს მიზანი ჩაშლილია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

 

მსგავსი თემები