შიმშილის ზღვარზე მყოფთა რაოდენობა 40-50 მილიონამდეა მოსალოდნელი – რუსეთის ომის შედეგი

რუსეთ – უკრაინის ომი არა მხოლოდ ომში ჩართულ მხარეებს, არამედ, მსოფლიოს აზარალებს. ზარალდებიან რიგითი მოქალაქეებიც. ფასები კატასტროფულად იზრდება და მსოფლიოში შიმშილის პროცენტული მაჩვენებელიც მაქსიმალური თემებით გარბის.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი კი მარცვლეულის დეფიციტია. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინამ „დატყვევებული“ მილიონიბით ტონა ხორბალი და სხვა მარცვლეული და პარალელურად გაჩაღებული ომი, რომლის გამოც უკრაინა მარცვლეულის დათესვას ვერ ახერხებს.

მსოფლიო ლიდერები „მარცვლეულის ომს“ შიმშილის გამომწვევ  სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ და მაქსიმალურად ჩართვას გეგმავენ.

მსგავსი თემები