სიურპრიზი ბრიუსელიდან – პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილთან ერთად ერთობლივ განცხადებას გეგმავენ

ბრიუსელში ისტორიული ბრიფინგი იგეგმება, რომელიც სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხს ეხება. თუმცა, აქვე, ევროპული საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომ იგეგმება პრეზიდენტების განცხადება, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.

კერძოდ, ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მიშელი, პრეზიდენტი მაკრონი, პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი მაია სანდუ და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივი განცხადებისთვის ემზადებიან.

ამ ეტაპზე უცნობია, სად იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. ის ბრიუსელში ჩავიდა თუ ჩართვა იგეგმება.

მსგავსი თემები