,,კიდევ ერთი პანდემია იქნება, ამიტომ გვჭირდება მეტი ფული“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალში კიდევ ერთი პანდემია იქნება. მისი თქმით, პანდემიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საჭიროა მეტი ფინანსები.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები