პრეზიდენტი ზელენსკი სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედებას ითხოვს

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს და სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედებაზე აკეთებს აქცენტს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს იქნება შეკავების კიდევ ერთი მექანიზმი.

„ყველა მოლაპარაკების დროს, მუდმივად ვუსვამ ხაზს, რომ საჭიროა  ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი. მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. რუსეთი მუდმივ ზეწოლას უნდა გრძნობდეს. მორიგი მუქარა ლიეტუვას მისამართით, ენერგორესურსების მხრივ მორიგი ზეწოლა, ყველაფერი ეს არგუმენტია იმისთვის, რომ დამტკიცდეს სანქციების მეშვიდე პაკეტი“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები