,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა.

,,მულტიპროფილური ექსპერტიზა მხოლოდ ერთი ვიზიტით არ იწურება. უამრავი დოკუმენტაცია და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მრავალმხრივაა შესასწავლი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შვიდი თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენი პროგნოზები და რეკომენდაციები დადასტურდა.

რაც შეეხება, უცხოელ ექსპერტებს, გრძელდება ექსპერტიზა და ექსპერტიზაში ჩაერთვებიან ის ექსპერტები, ვისაც ცენტრი ,,ემპათია” გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს. მათ შორის იქნება, გერმანელი ექსპერტი, რომელიც შესაძლოა კვლევებში დისტანციურად ჩაერთოს”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები