დონალდ ტრამპს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ

აშშ-ის კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენისას, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრის ლიზ ჩეინის განცხადებით, დონალდ ტრამპის განზრახვა იყო 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა.

,,6 იანვრის დილას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვა იყო, შეენარჩუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტობა, მიუხედავად 2020 წლის არჩევნების კანონიერი შედეგისა,“ – განაცხადა ლიზ ჩეინმა

კომიტეტის დემოკრატი წევრის ბენი ტომფსონის განცხადებით, ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლის დადგენას.

,,ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ შეგახსენოთ რეალობა, რაც მოხდა იმ დღეს”, – აღნიშნა ბენი ტომპსონმა.

 

მსგავსი თემები