„საარტილერიო ომია და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი”- ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს, რომელსაც ოკუპანტი იგებს. სკიბიცკის განცხადებით, უკრაინამ საბრძოლო მასალების მარაგი ამოწურა და დასავლეთისგან დახმარებას ელის.

„ეს საარტილერიო ომია და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ. ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი. უკრაინის ერთი საარტილერიო დანადგარის საპირწონედ, რუსეთს 10-15 დანადგარი აქვს. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღების მხოლოდ 10% გადმოგვცეს. ჩვენ თითქმის სრულად გამოვიყენეთ საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი და ახლა ნატო-ს სტანდარტების ჭურვებს ვიყენებთ“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.

მსგავსი თემები