,,ბორჯომის” თანამშრომლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის არსებულ დავაში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ჩაერთვება

კომპანია ,,IDS ბორჯომის” თანამშრომლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის არსებულ დავაში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ჩაერთვება და მხარეებთან შეხვედრებს გამართავს.

,,შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების შესასვლელები სრულად გადაკეტეს

მსგავსი თემები