ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი გარდაიცვალა

უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ოლეკსანდრ კორნიენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი გარდაიცვალა.

„ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები